გაზარდეთ ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირეთ საოპერაციო ხარჯები

უბრალოდ შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო აღჭურვილობის მართვა და პროაქტიულად მართეთ თქვენი ტექტოპარკი კატის აღჭურვილობის მართვის საშუალებებით.

Equipment Management Solutions

აღჭურვილობის მართვის საშუალებები აღჭურვილობის მართვის საშუალებები დაგეხმარებათ, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი აღჭურვილობა და სამშენებლო უბნები.

VisionLink

VisionLink საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი ტექნოპარკი სატელიტური სისტემების საშუალებით; ინფორმაცია გაუმართაობის შესახებ, საწვავის საათობრივი მოხმარება, თქვენი მანქანის მოლოდინის და მუშა რეჟიმები, რომლის შესახებაც შეგიძლიათ იცოდეთ, იქნება ეს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ანგარიშები თუ თქვენი მანქანის მთლიანი სამუშაო საათების და საწვავის მოხმარების გრაფიკები, პროგრამა, სადაც შეგიძლიათ ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა.

VisionLink– ის საშუალებით შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი მანქანების დატვირთვა და შეამციროთ გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯები. ელექტრონული მონაცემები უზრუნველყოფს თქვენი აღჭურვილობის მუდმივ გამართულ მდგომარეობას. მიმდინარე მონაცემები ძალზე სასარგებლოა, რათა იმოქმედოთ მანქანის მწყობრიდან გამოსვლამდე. აღჭურვილობის შესახებ უშუალოდ მოპოვებული მონაცემები საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიიღოთ გაფრთხილება შესაძლო პრობლემების შესახებ. ეს მინიმუმამდე ამცირებს ზიანს და სარემონტო ხარჯებს.

დააჭირეთ ბმულს ახალი VisionLink -ის ტრენინგის დოკუმენტებზე წვდომისთვის!

მდგომარეობის მონიტორინგი

მდგომარეობის მონიტორინგი აერთიანებს ინფორმაციას და ანგარიშს მანქანების მდგომარეობის შესახებ კატის დისტანციური მონიტორინგის სისტემების გამოყენებით. კატთან დაკავშირებულ საკითხებში კომპეტენტური ექსპერტების ანალიზით და რეკომენდაციებით ბორუსან კატი დაგეხმარებათ, გადაჭრათ პოტენციური პრობლემები მანამ, სანამ ისინი განვითარდება.

უფასო ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზი მოიცავს ვიზუალურ შემოწმებას და დიაგნოსტიკურ ტესტებს.

ჩვენ გთავაზობთ ტექნიკური ანალიზის სერვისს, რომელიც სრულიად უფასოა იმ მანქანებისთვის, რომლებიც ჩვენმა ექსპერტ- ინჟინრებმა განსაზღვრეს VisionLink და S.O.S. ზეთის ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული ანალიზი ხორციელდება თანამედროვე დონის ტესტირების ტექნიკის და ჩვენი ტექნიკოსების დახმარებით, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ,,კატის“ სტანდარტების შესაბამისად.

ანგარიშები და რეკომენდაციები მანქანის მდგომარეობის შესახებ

ანგარიშები მანქანის მდგომარეობის შესახებ შეიცავს თქვენი მანქანიდან მიღებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და თქვენს მიერ განსახორციელებელ ანალიზს, აგრეთვე რეკომენდაციებს მოვლისა და შეკეთების შესახებ. სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები, მათ შორის ჩვენი ექსპერტების მიმოხილვები და რეკომენდაციები, დაგეხმარებათ, ყოველთვიურად აწარმოოთ ჩანაწერები თქვენი მანქანების შესახებ.

აღნიშნულ ანგარიშში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • შეცდომები, გაუმართაობები და დარღვევები, რაც თქვენს მანქანაში ფიქსირდება, შეფასებულია ჩვენი ექსპერტების მიერ VisionLink სისტემის გამოყენებით რეგულარული მონიტორინგით და მოცემულია რეკომენდაციები, რა ზომები უნდა იქნას მიღებული ზიანის დაფიქსირებამდე.
  • ძრავის, გადაცემათა კოლოფის, დიფერენციალის, გამწევი ჩარჩოსა და ჰიდრავლიკური სისტემის ზეთის ტესტირება შესაძლებელია SOS ანალიზით. დგინდება ნაწილების ცვეთა, მტვრის დაგროვება, ჭვარტლის მაღალი კონცენტრაცია, ზეთთან საწვავის შერევა, ზეთის შემადგენლობის დარღვევა და ზეთთან შერეული წყლის გაჟონვა და განისაზღვრება ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენი მანქანის მუშაობაზე და ფასდება მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული შეკეთების მაღალი ხარჯები.
  • ტექნიკური ანალიზისა და სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგად, აღმოჩენილია ხარვეზები და მოცემულია ინფორმაცია სწრაფი შედეგების მისაღებად, ასევე გათვალისწინებულია რევიზიის დაგეგმვა. მანქანების წინა გაუმართაობისას მიღებული სამუშაო შეკვეთების განხილვით, ფასდება არსებული ინდიკატორები და მთლიანობაში მზადდება რეკომენდაციები.

 

ყველა ეს მონაცემი დეტალურად ფასდება მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის გამოცდილი ექსპერტების მიერ და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით მზადდება მოხსენებები და რეკომენდაციები მისაღები ზომების შესახებ.