ბორუსან კატი ფლობს ათწლეულების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სამუშაო, ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ და შეიმუშავონ სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს ტექნიკურ მოთხოვნებს და ყოველთვის თქვენ გვერდით არის თქვენი აღჭურვილობის ექსპლუატაციის განმავლობაში.

კოგენერაციისა და ტრიგინერაციის სისტემები.

მრავალ სამრეწველო ქარხანას ან კომერციულ ობიექტს, როგორიცაა კურორტები, სავაჭრო ცენტრები, მაღალსართულიანი კორპუსები, უნივერსიტეტები, მონაცემთა ცენტრები და საავადმყოფოები, შეუძლიათ შეამცირონ საოპერაციო ხარჯები კოგენერაციის სისტემის გამოყენებით, რომელთა საწვავის წყაროს ბუნებრივი აირი წარმოადგენს. კატის გაზის გენერატორების კომპლექტს შეუძლია ერთდროულად ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტრო დატვირთვას და უზრუნველყოს სითბური ენერგია ქარხნის თერმული მოთხოვნებისთვის. კატის CHP პროექტები გვთავაზობს 90% -მდე ეფექტურობას, ხოლო ცალკეული კომუნალური და ბუნებრივი გაზის ქვაბები, ზოგადად, იძლევა 65%-ზე ნაკლებ ეფექტურობას.

  • მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დანაზოგი ენერგეტიკულ ხარჯებში.
  • იგი ენერგიას მოიპოვებს სხვადასხვა ფორმით, ელექტროენერგიიდან, გათბობისა და გაგრილების ერთი წყაროდან, მთლიანი ენერგოეფექტურობა 90% –მდე აღწევს.
  • საჭირო ენერგიის ტიპები მიიღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით.
  • თავიდან არის აცილებული ქსელის შეფერხების ან ელექტროენერგიის სიმძლავრის ცვლილების გამო წარმოების დანაკარგები და ხარისხის პრობლემები.
  • ქსელზე დამოკიდებულება მინიმუმამდეა დაყვანილი, ქსელის შეფერხებები და დარღვევები უმცირეს გავლენას ახდენს მათზე და ზრდის მათ ოპერაციულ ეფექტურობას.
  • სუფთა და ეკოლოგიური ენერგიის წარმოება მიიღწევა ნახშირბადის დაბალი გამოყოფით.
  • სისტემები საკუთარ ღირებულებას დაახლოებით 2-3 წელიწადში ანაზღაურებენ. (მიზანშეწონილობის შესწავლა ხორციელდება თითოეული პროექტისათვის.)
C32
Cat C32 ACERT ძრავები
G3520 B
სამრეწველო გაზის ძრავა