ჩვენ შესახებ

„ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“ - We Create Solutions for a Better World.

ბორუსან კატ საქართველო საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს და თითქმის სამი ათწლეულია მომხმარებლებს სთავაზობს საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, ენერგო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალურ სერვისსა და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს.

Borusan Cat არის თურქეთში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში და აერთიანებს დაახლოებით 3,000 თანამშრომელს. კომპანია საქმიანობს სამშენებლო, სამთო-მოპოვების, ენერგეტიკისა და სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში. Caterpillar-ის ბრენდთან ერთად, საქართველოში ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობებს და წარმოვადგენთ ისეთ წამყვან გლობალურ ბრენდს, როგორიცაა მსოფლიოში ცნობილი გენერატორების ბრენდი FG Wilson.

საქართველოში Borusan Cat არის Caterpillar-ის ოფიციალური დილერი და მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ სრულ სისტემას -გაყიდვებიდან და ტექნიკის სწორად შერჩევიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილებით, ტექნიკური მომსახურებით, დიაგნოსტიკით, ტექნიკის მართვითა და ციფრული გადაწყვეტილებებით გაგრძელებული.

ბორუსან კატი საქართველოში

წლების განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობისა და ბიზნესის მასშტაბის ზრდასთან ერთად გავაფართოვეთ ჩვენი ფიზიკური და სერვისული ინფრასტრუქტურაც. დღეს Borusan Cat Georgia მომხმარებლებს ორი ფილიალის საშუალებით ემსახურება.

2024 წელს გაიხსნა Borusan Cat Georgia-ს თერჯოლის ფილიალი, რომლის მიზანია დასავლეთ საქართველოში მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა და მათთვის ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და პროფესიონალური სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ტექნიკა, ენერგოსისტემები და გაყიდვების შემდგომი მომსახურება

ბორუსან კატ საქართველო მომხმარებლებს სთავაზობს Cat® და SEM საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, სხვადასხვა დანიშნულების ენერგოსისტემებსა და ფართო არჩევანის მისაბმელ აგრეგატებს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს ტექნიკის გაყიდვას, საველე და გეგმიურ სერვისს, დიაგნოსტიკას, ორიგინალ CAT სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკის მართვის გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურების პროგრამებს.

Parts.Cat.Com მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ მოიძიოს საჭირო Cat® სათადარიგო ნაწილები, გადაამოწმოს ინფორმაცია და განათავსოს შეკვეთა ნებისმიერ დროს - ვიზიტის გარეშე.

ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც ბიზნესს უფრო ეფექტურს ხდის

სამუშაოს ეფექტიანობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემები, ზუსტი პოზიციონირება, ტექნიკის დისტანციური მართვა და პრობლემების დროული აღმოჩენა.

სწორედ ამიტომ ბორუსან კატ საქართველო მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ ციფრულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა Boom360, VisionLink®, Trimble და SITECH.

Boom360, VisionLink® და SITECH/Trimble-ის ტექნოლოგიები ერთიანად ეხმარება მომხმარებელს ტექნიკის მონიტორინგში, სერვისისა და რესურსების მართვაში, დიაგნოსტიკაში და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში - მეტი კონტროლით, ნაკლები დანაკარგით და ინვესტიციის მაქსიმალური ეფექტიანობით.

რეაქტიულიდან პროაქტიულ მომსახურებამდე

ჩვენი მიზანია რეაქტიული მომსახურებიდან პროაქტიულ მომსახურებაზე გადასვლა - ტექნიკის მონაცემების, ციფრული მონიტორინგისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით შესაძლო პრობლემების უფრო ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მომხმარებლისთვის დროული გადაწყვეტილების შეთავაზება.

ბორუსან კატის ციფრული ინოვაციების ეკოსისტემაში შექმნილია ისეთი გადაწყვეტილებებიც, როგორებიცაა Müneccim, რომელიც IoT მონაცემების გამოყენებით შესაძლო გაუმართაობის პროგნოზირებაზეა ორიენტირებული, და WeKing, რომელიც ტექნიკოსების დაგეგმვას, სამუშაოების მონიტორინგსა და ანგარიშგებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს.

მდგრადობა ჩვენი ბიზნესის ნაწილია

მდგრადობა Borusan Cat-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

„ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“ - ეს არის მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკით ვცდილობთ რესურსების ეფექტიან გამოყენებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

ჩვენი კომპანიის მიზანი:

 ჩვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებები დეტალური ინფორმაცია
 სერტიფიკატები სერტიფიკატები დეტალური ინფორმაცია
 პირადი მონაცემთა დაცვის პოლიტიკა პირადი მონაცემთა დაცვის პოლიტიკა დეტალური ინფორმაცია
WhatsApp WhatsApp