ბორუსანის ჯგუფი

ბორუსანის ჯგუფის ძირითადი სტრატეგია ემყარება ხედვას, რომელიც ორიენტირებულია ეროვნული ეკონომიკისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის პარალელურად ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაზე.

,,ბორუსანის ჯგუფი“, რომელმაც 2014 წელს 70 წლის იუბილე აღნიშნა, დისტრიბუციის, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის სექტორში ფოლადის პირველი მიმწოდებელია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის თურქეთში. იგი კვლავ აგრძელებს სტაბილურ ზრდას.

,,ბორუსანის ჯგუფის“ წარმატება სცილდება მძლავრო კორპორატიული ბიზნესის კულტურას. ,,ბორუსანის“ მიზანია საკუთარი მომხმარებლებისა და ბაზრის საჭიროებების განსაზღვრა და ქმნის კრეატიულ, მრავალფეროვან და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. ის გთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებს, მომსახურებებსა და ბიზნეს მოდელებს, აყალიბებს ბაზრებს, სადაც სტაბილურად ოპერირებს და შესწევს უნარი, იმოქმედოს სწრაფად და მოქნილად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე,

ამ კონტექსტში ,,ბორუსანი“ ახორციელებს საქმიანობას, რომელიც გამოირჩევა შიდა მეწარმეობით, ინოვაციით, აქტიური კონკურენტული სტრატეგიით საერთაშორისო ბაზრებზე და მისიით, რომლიც ორიენტირებულია საზოგადოებისთვის, ეკონომიკისა და გარემოსთვის მაქსიმალური სარგებლის უზრუნველყოფაზე.