დაზოგეთ ფული S.O.S ანალიზით!

 

S.O.S-ის აპლიკაცია, კატერპილარის ორიგინალი ზეთის და ფილტრების მაღალი წარმადობის მახასიათებლებთან კომბინაციით ქმნის ტექნიკური უზრუნველყოფის საუკეთესო პროგრამას თქვენი ტექნიკისთვის. შეგიძლიათ დაზოგოთ ფული S.O.S ანალიზის გამოყენებით. შედეგები ხელმისაწვდომია ნიმუშის მიღებიდან 10 დღეში.

 

რა არის ზეთის და სითხის S.O.S პროგრამული ანალიზი?

 

ზეთის S.O.S პროგრამული ანალიზი არის გამოყენებული ზეთის ნიმუშების თანამედროვე მეთოდებით ტესტირება, რათა გახანგრძლივდეს მანქანის ექსპლუატაციის ვადა და ეფექტურობა, შემცირდეს მოვლისა და შეკეთების ხარჯები და დაიზოგოს დრო.

მანქანიდან აღებული ,,გამოყენებული“ ზეთის ნიმუშების ტესტირება ხდება თანამედროვე მეთოდებით, რაც საშუალებას იძლევა, მოპოვებული იქნას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მანქანის გაუმართაობის და ზეთის ხარისხის შესახებ.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია SOS ანალიზის ბროშურაში.

 

დააჭირეთ SOS ანალიზის ბროშურის სანახავად.

 

რა უპირატესობებით გამოირჩევა ზეთის და სითხის S.O.S პროგრამული ანალიზი?

  • პრობლემების დიაგნოსტირება შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე, ისე რომ მცირე პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია დიდი ზიანის დადგომამდე.
  • უზრუნველყოფს ბიუჯეტის ეფექტურ მართვას რევიზიის დროისა და მანქანის ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობის შეფასებით.
  • ახდენს როგორც დადებითი სიტუაციის, ასევე უარყოფითი სიტუაციის განსაზღვრას და თავიდან გვაცილებს უცვეთი კომპონენტების ხარჯებს.
  • ადასტურებს ზეთის შეცვლის ინტერვალების შესაბამისობას.
  • შესაძლებელია არა მხოლოდ კატის მანქანების და ზეთების, არამედ სხვა მანქანების და ზეთის მიუკერძოებელი ანალიზის ჩატარება.