-
თურქეთი
-
აზერბაიჯანი
-
საქართველო
-
ყაზახეთი
-
ყირგიზეთი
,,ბორუსან კატში“ გვჯერა, რომ მდგრადობა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი, არამედ ეს არის აუცილებლობა მსოფლიოსთვის. ჩვენი კომპანიის მიზნიდან გამომდინარე,
„ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“, მდგრადობა უმთავრესია ჩვენი ბიზნეს-საქმიანობისთვის.
,,ბორუსან ჯგუფის” i³ (კლიმატი, ადამიანები, ინოვაცია)ჩარჩოსთან შესაბამისობაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ გარემოსდაცვითი და სოციალური ღირებულება.
მდგრადი მომავლის შექმნის მიზნით, ვასრულებთ ჩვენს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პასუხისმგებლობებს რესურსების ეფექტურობის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმით.
- ჩვენ, „ბორუსან ჯგუფმა“, 2006 წელს ხელი მოვაწერეთ გაერთიანებული ერების (გაეროს) გლობალურ შეთანხმებას შეთანხმებას. ეს ვალდებულება ჩვენი ხედვის საფუძველს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჩვენი გზის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ამ ბმულზე..
- ,,ბორუსან ჯგუფის” ინტეგრირებულ წლიურ ანგარიშებში გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების მიზნები. ჩვენ, ,,ბორუსან კატი”, ერთგულნი ვართ ჩვენი მდგრადი განვითარების ძალისხმევის ანგარიშგების ღიაობისა
- ,,თანასწორი ბორუსანის პლატფორმა”, რომელიც 2015 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის მიზნით, მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც სოციალური როლები და აღქმები არ შეუშლის ხელს თანასწორობასა და მრავალფეროვნებას. ამ პლატფორმის ფარგლებში, როგორც „ბორუსანის ჯგუფი“, ასევე „ბორუსან კატი“ აგრძელებენ ყოვლისმომცველი ინიციატივების განხორციელებას.
- აღიარებულია „მწვანე ორგანიზაციის“ მიერ, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვით პრაქტიკას აჯილდოებს, „ბორუსან კატს“ „საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკისთვის მწვანე ვაშლის ჯილდო“ გადაეცა და „მწვანე სამყაროს ელჩის“ ტიტული მოიპოვა (2022).
-ჩვენ, როგორც ,,ბორუსან კატ თურქეთი”, ვამაყობთ, რომ ვართ პირველი კომპანია ჩვენს სექტორში, რომელმაც მიიღო სერტიფიკატი „ქალებისთვის თანაბარი სამუშაო ადგილების“ შექმნისთვის. ეს მიღწევა განპირობებულია მდგრადი განვითარების აკადემიასთან და Intertek-თან თანამშრომლობით ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტით. (2024) (2024)
- ჩვენ უზრუნველვყავით, რომ თურქეთში ჩვენი ყველა ობიექტი შეესაბამებოდეს ნულოვანი ნარჩენების რეგულაციას და მივიღეთ „ნულოვანი ნარჩენების“ სერტიფიკატი. ჩვენ ვახდენთ ნარჩენების გამოყოფას წყაროსთან, ვქმნით დროებით შესანახ ადგილებს სათანადო გადამუშავებისთვის და მინიმუმამდე ვამცირებთ ნარჩენებს ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მდგრად მომავალს.
**ნულოვანი ნარჩენების რეგულაცია წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების წარმოების მინიმიზაციას და ნარჩენების ეფექტური მართვის ხელშეწყობას შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების პრაქტიკის წახალისების გზით. ის, როგორც წესი, მოითხოვს ნარჩენების წყაროსთან დახარისხებას და მასალების სათანადო განადგურებას „ნულოვანი ნარჩენების“ მიზნის მისაღწევად, რაც ნიშნავს,იმას, რომ ნარჩენები არ იგზავნება ნაგავსაყრელებზე ან დასაწვავად.
,,ბორუსან კატი” ვიღებთ ვალდებულებას, შევამციროთ სათბურის გაზების გამოყოფა და მივიღოთ ზომები ჩვენი ეკოლოგიური კვალის მინიმიზაციისთვის.
ჩვენ ერთდროულად ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. ჩვენი მიზანია, 2030 წლის ბოლოსთვის მივაღწიოთ დანაზოგს, რომელიც ექვივალენტურია 950 000-ზე მეტი ხის მიერ მოხმარებული ნახშირორჟანგის რაოდენობისა.
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ჩვენი მიზნებია:
*ნაწილების აღდგენის ცენტრები სპეციალიზებული დაწესებულებებია, სადაც ხდება გამოყენებული, გაცვეთილი ან გაუმართავი აღჭურვილობის შემოწმება, შეკეთება ან განახლება. ეს ცენტრები ახანგრძლივებენ დანადგარებისა და კომპონენტების ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობას მათი ოპტიმალურ სამუშაო პირობებში აღდგენით, რაც ხელს უწყობს ცირკულარულ ეკონომიას ახალი წარმოების საჭიროების შემცირებით და ნარჩენების მინიმიზაციით.
ჩვენთვის პრიორიტეტულია წყლის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენება. წყლის მდგრადი მართვისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ჩვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენს CRC-ებში დავნერგეთ წვიმის წყლის შეგროვების მეთოდი. შეგროვებული წვიმის წყლის სარეცხი მანქანებით რეცხვის პროცესებში გამოყენებით, ვახდენთ სუფთა წყლის ფლანგვის პრევენციას და ვზოგავთ ტონობით წყალს. ჩვენ, ,,ბორუსან კატი” მხარს ვუჭერთ წყლის რესურსების შეგნებულ გამოყენებას, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენი პლანეტის ჯანსაღ მომავალს.
პლასტმასის ნარჩენების მართვაპლასტმასის მოხმარების შესამცირებლად, ჩვენს ობიექტებში პლასტმასის ბოთლების გამოყენებაზე უარი ვთქვით და თერმოსებსა და წყლის გამწმენდ სისტემებზე გადავედით. ,,ბორუსან კატის“ კოლეგებისთვის ვამზადებთ პერსონალიზებულ თერმოსებსა და წყლის ბოთლებს, რათა სრულად შევაჩეროთ პლასტმასის ბოთლების გამოყენება ჩვენს ყველა ობიექტში.
მზის ენერგიის სისტემებიჩვენი მიზანია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა მთელ ინდუსტრიაში. სუფთა ენერგიის წყაროების ხელშეწყობის მიზნით, ვამონტაჟებთ მზის ენერგიის სისტემებს. ადანას ქარხანაში ჩვენი საჭიროებებისთვის გამოიყენება მწვანე ენერგია, ვნერგავთ მზის ენერგიის გადაწყვეტილებებს ჩვენს პორტფოლიოში და ვთავაზობთ მათ ჩვენს მომხმარებლებს, რითაც ხელს ვუწყობთ მდგრადობას.
„ბორუსან კატში“ ვხელმძღვანელობთ სამართლიანი და ხელმისაწვდომი სამყაროს შექმნის ხედვით, სქესის, რასის, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების ან ასაკის მიუხედავად. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სჯერა ადამიანების და მათი მეშვეობით წარმატების მიღწევის, ჩვენი მდგრადი განვითარების სტრატეგია აგებულია ჩვენი თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, საზოგადოებისა და გარემოსთვის ღირებულების შექმნაზე, ამავდროულად, ბიზნეს პროცესების მომავლის ფორმირებაზე.
ადამიანზე ორიენტირებული ჩვენი მიზნები მოიცავს:
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ სოციალურ გავლენას და ძალისხმევას არ ვიშურებთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად იმ რეგიონებში, სადაც ვმუშაობთ. ,,ბორუსან კატში“ ვნერგავთ ინკლუზიურ სამუშაო კულტურას და ამავდროულად მხარს ვუჭერთ პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.
ჩვენ ვდგამთ პიონერულ ნაბიჯებს თანაბარი შესაძლებლობების ხელშესაწყობად იმ რეგიონებში, სადაც ვმუშაობთ. ჩვენი ინდუსტრიული ექსპერტიზისა და მომხმარებლების მიერ შემოთავაზებული სამუშაო შესაძლებლობების გაერთიანებით, ვდგამთ ნაბიჯებს ქალთა დასაქმების გაზრდისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით. ამ კონტექსტში, თურქეთში განვახორციელეთ სასწავლო პროგრამა „მძიმე ტექნიკის ოპერატორი ქალები“, სადაც ქალი ოპერატორის კანდიდატებს ,,ბორუსან კატის“ ტრენერები უტარებდნენ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს. ყაზახეთში ჩვენი წვლილი შევიტანეთ სექტორში ქალთა დასაქმების გაფართოებაში ჩვენი სასწავლო პროგრამით „ სატვირთო მანქანის ოპერატორი ქალები“ რომელიც განკუთვნილია ღია და მიწისქვეშა სამთო მოპოვების ობიექტებში მომუშავე პირებისთვის.
ჩვენს კორპორატიულ ბლოგზე, theBClog-ზე, ჩვენი მიზანია ცნობიერების ამაღლება მდგრადობაზე ორიენტირებული კონტენტის, ჩვენი მიღწევებისა და ინტერესის სფეროების გაზიარებით. სამ ენაზე გამოქვეყნებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჩვენი ბლოგის გვერდი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა გადამუშავება, მწვანე ენერგია, ნახშირორჟანგის გამოყოფა, წყლის დაზოგვა, ნარჩენების მართვა და მდგრადი განვითარება.
კონტენტის სანახავად ეწვიეთ: theBClog.com
გვესმის, რომ „გარემოსდაცვითი ცნობიერება“ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას არ ნიშნავს - ის ასევე მოითხოვს ჩვენი მუშაობის წესის ტრანსფორმაციას. ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ვცდილობთ, შევქმნათ ღირებულება, ვახორციელებთ ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებს, სადაც პრიორიტეტია ადამიანის წვლილი და შესაბამისად მუდმივად ვაახლებთ ჩვენს ბიზნეს პროცესებს.
შთაგონებულნი ვართ იდეით, გავცდეთ არსებული ბიზნეს მოდელების ფარგლებს და შევიმუშავოთ მომავლის დიზაინი, რისთვისაც აქტიურად ვუწყობთ ხელს ინოვაციასა და მეწარმეობას.
ჩვენი ინოვაციებზე ორიენტირებული მიზნები მოიცავს:
ჩვენს კომპონენტების აღდგენის ცენტრებში, B’Daha-ს გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ჩვენი წვილი შეგვაქვს ცირკულარულ ეკონომიკაში, ვახდენთ რა ექსპლუატაციის ციკლის დასრულების შემდეგ გამოყენებული დანადგარებისა და ნაწილების განახლებას. ჩვენ გთავაზობთ განახლებულ ნაწილებს, როგორც გარანტირებულ და უფრო ეკონომიურ ალტერნატივას ,,ბორუსან კატის“ გარანტიის ფარგლებში. ამ პროდუქტებისთვის მეორე და მესამე სიცოცხლის მინიჭებით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს დაზოგონ როგორც დრო, ასევე ხარჯები, ამავდროულად ხელს ვუწყობთ ნახშირბადის კვალის შემცირებას.
,,ბორუსან კატში“ ჩვენ ვიყენებთ პროაქტიულ მიდგომას ინდუსტრიის სტანდარტული რეაქტიული მოდელის ნაცვლად, სადაც პრობლემები მხოლოდ წარუმატებლობის და ოპერაციების შეჩერების შემდეგ წყდება. ამის ნაცვლად, ჩვენ პოტენციურ წარუმატებლობებს მათ მოხდენამდე ვადგენთ და ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ციფრული გადაწყვეტილებების სასიცოცხლო ციკლში ჩვენი მომხმარებლების ინტეგრირებით, ვნერგავთ ინტერაქტიულ ბიზნეს მოდელს ყველა საოპერაციო სფეროში.
ზოგიერთი ასეთი აპლიკაცია მოიცავს:- Boom360 Super App, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ პლატფორმაზე მართონ ყველა მათი საჭიროება და დაზოგონ დრო;
- Sound Diagnostic, Boom360-ის ფარგლებში დაპატენტებული ალგორითმი, რომელიც აქტიურად აგროვებს ხმოვან მონაცემებს ადგილზე და მოსმენიდან სულ რაღაც 30 წამში პროგნოზირებს გაუმართაობას;
- Müneccim, რომელიც ამუშავებს IoT მონაცემებს მანქანური სწავლების ალგორითმებით, რათა ივარაუდოს, თუ რომელ მანქანებს სჭირდება მომსახურების კონტროლი;
- RFM-S, რომელიც პროგნოზირებს გაყიდვების შესაძლებლობებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც განიხილავენ ახალი მანქანის შეძენას ან მეორადი მანქანის დაქირავებას; და
- VisionLink®, ავტოპარკის მართვის სისტემა, რომელიც იყენებს სატელიტურ ტექნოლოგიას გაუმართაობის შეტყობინებების, საათობრივი საწვავის მოხმარების და მანქანის მუშაობის საათების შესახებ ანგარიშების გენერირებისთვის.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მდგრადი მომავალი, თუ ამ პრინციპებს გამოიყენებთ როგორც სამსახურში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბბიზნეს-საქმიანობაში ინფორმირებულობა: გაზომეთ თქვენი პირადი და კორპორატიული გავლენა და დაგეგმეთ, რა ქმედებები უნდა განახორციელოთ.
ოპტიმიზაცია: შეამცირეთ საწვავის და ენერგიის მოხმარება თქვენი სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დანადგარების მიერ ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის გზით.
რაციონალურად გამოიყენეთ რესურსები: უარი თქვით არასაჭირო მასალებისა და რესურსების გამოყენებაზე; ერთჯერადი პროდუქტების ნაცვლად აირჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები.
უზრუნველყავით მარტივი პრაქტიკის დანერგვა: გამოიყენეთ ნარჩენების მართვის სისტემები სამსახურში და დაახარისხეთ ნაგავი სახლში.
საზრიანად დაზოგეთ წყალი: გამოიყენეთ წყლის დამზოგავი ტექნიკა და პროდუქტები და გადადგით ნაბიჯები ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მოხმარების შესამცირებლად.
აღკვეთეთ რესურსების ფლანგვა: გადახედეთ სამსახურში წარმოებისა და ხელახალი გამოყენების პროცესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში აირჩიეთ მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტები.
ნნულოვანი ემისიები გახადეთ თქვენი მიზანი: მართეთ დაბალი გაონაბოლქვის ან გამონაბოლქვის გარეშე მანქანები და ისარგებლეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ვარიანტებით თქვენს ცხოვრებაში.
კარგად განავითარეთ მოტივაცია: აამაღლეთ თქვენი ოჯახებისა და თანაგუნდელების მოტივაცია მდგრადი განვითარების საკითხებზე; შექმენით საზოგადოებები ან შეუერთდით არსებულ ორგანიზაციებს.
არ შეუშინდეთ პროგრესს:დანერგეთ მდგრადი ტექნოლოგიები და გახადეთ თქვენი მანქანები და ნივთები ეფექტური.
ტრანსფორმაცია სუფთა ენერგიაზე გადასვლით: გადადით სუფთა ენერგიაზე განახლებადი ენერგიის სისტემების (მზის პანელები, ქარის ტურბინები) გამოყენებით.