ძრავის ნაწილები

ძრავის ნაწილებმა უნდა გაუძლოს მაღალ დატვირთვას და ექსტრემალურ ტემპერატურას. კატერპილარი მუდმივად ანვითარებს თავის დიზაინსა და წარმოების ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ძრავის ნაწილების, როგორც სისტემის ეფექტური და მრავალჯერადი გამოყენება. თითოეული ტესტი აჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებებს კატის ძრავის ნაწილებსა და კონკურენტ ნაწილებს შორის; კატის ძრავის ნაწილები ზრდის ძრავის მუშაობის მაჩვენებლებს და მანქანების ეფექტურობას, ხოლო ოპერაციულ ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებს.

ძრავის გეგმიური ტექნიკური შეკეთება

ხარვეზის სიგნალების, კონტროლის შედეგების და SOS მონაცემების ანალიზით, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მცირე პრობლემები, დიდი ზიანის გამოწვევის გარეშე. ერთად მუშაობით, შეგვიძლია გავზარდოთ ძრავის ეფექტურობა, გავახანგრძლივოთ კომპონენტის ექსპლუატაციის ვადა და შეგიმციროთ ოპერაციული ხარჯები.

ძრავის კაპიტალური რემონტი

ძრავის სერვისის მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული მაშინაც კი, თუ რეგულარული სერვისის პროგრამით სარგებლობთ. გამაფრთხილებელი სიგნალები იმალება, რაც ძრავის მრავალი პრობლემის გამოსწორების შანსს იძლევა მწყობრიდან გამოსვლამდე. წინასწარი შეკეთება უზრუნველყოფს, რომ თქვენი მანქანა მუშაობას მაქსიმალურად მალე დაუბრუნდება, თქვენი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, შეკეთების საფასური კი იმ თანხის მეხუთედი იქნება, რაც მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაგიჯდებოდათ. გთავაზობთ სხვადასხვა ეკონომიკურ ალტერნატივას მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ. ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები მზად არიან, უზრუნველყონ ყველაზე ეფექტური გამოსავალი თქვენი ძრავის მდგომარეობის გათვალისწინებით. გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი სერვისით, უახლესი ინოვაციებით და შესანიშნავი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით, თქვენი მანქანა მუშაობას ყველაზე სწრაფად და საიმედოდ დაუბრუნდება.

ქვედა ძრავის კაპიტალური რემონტი

ეს ოფცია მოიცავს ძირითადი საკისრების და ბერკეტიანი საკისრების შეცვლას. ეს არის იდეალური არჩევანი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რგოლებზე და ლაინერზე ცვეთის ნიშნული ძალიან დაბალია და ნორმალური გამოყენებით გამოწვეული ცვეთა აღინიშნება საკისრებზე. აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია ძრავის კორპუსის შიგნით, გარდა რამდენიმე მანქანისა.ეს ახალი ძრავის ღირებულების დაახლოებით 3-15% -ს შეადგენს. რევიზიის პაკეტები დაგეხმარებათ შეკეთების განხორციელებაში. ყველა ნაწილი შეფუთულია თქვენი კონკრეტული ძრავის მოდელის მიხედვით. ნაკრებები შეიცავს მხოლოდ ძრავის ორიგინალ ნაწილებს - რაც მათ მოსახერხებელი და უსაფრთხო არჩევანის საშუალებას აძლევს.

ზედა ძრავის კაპიტალური რემონტი

ზედა ძრავის კაპიტალური რემონტი შეიძლება იყოს ის, რაც ძრავის სიმძლავრის და ეფექტურობის აღდგენისათვის გესაჭიროებათ. იგი მოიცავს ცილინდრის თავაკის შეცვლას მანქანებისთვის, სადაც ცილინდრის თავაკის ელემენტები უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე სეგმენტები, ლაინერები და საკისრები. მისი განხორციელება შესაძლებელია ძრავის კორპუსში. ეს ახალი ძრავის ღირებულების დაახლოებით 12-25% -ს შეადგენს. კატის განახლებული ცილინდრის თავაკები ხელმისაწვდომია მრავალი ძრავისთვის.

ძრავის ბლოკის რევიზია

ცილინდრის ლაინერის, ასევე ცილინდრის საკისრის ცვეთის მქონე ძრავებისთვის გაითვალისწინეთ ,,ძრავის ბლოკის რევიზია“. ის ახალი ძრავის ღირებულების დაახლოებით 30-50% -ს შეადგენს. კორპუსის ან / და ცილინდრის ბლოკი არ უნდა იყოს დაზიანებული.

ძრავის სრული კაპიტალური რემონტი

შეიძლება საჭირო გახდეს სრული კაპიტალური რემონტი იმ ძრავებისთვის, რომლებიც მძიმე ექსპლუატაციაში იმყოფებოდა ან ახლოვდება მეორე რემონტის დრო. მნიშვნელოვანი კომპონენტები გარემონტდება ან შეიცვლება. ეს შეადგენს ახალი ძრავის ღირებულების 40-70% -ს.

ხარვეზის მიმანიშნებლები

სავარაუდო მიზეზები

პასუხები

ჭარბი შავი კვამლი სრული დატვირთვით მუშაობისას

(ცხელი, დაუწვავი საწვავი)

  • ბინძური შიდა / გარე ჰაერის ფილტრი
    ძალიან მაღალ სიჩქარეზე მუშაობა
    საწვავის გადაჭარბებული მოხმარება
    გადატვირთვა
  • გაუმართავი ტურბო
    ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის მომსახურების კონტროლი
    ბორუსან კატის მომსახურების პერსონალის შეხვედრა კლიენტთან

გაზრდილი საწვავის მოხმარება

  • დაზიანებული საწვავის საქშენები / საქშენები
    გაუმართავი ტურბო
    ბინძური ჰაერის ფილტრი
    არასათანადო ანთება
    საწვავის გაჟონვა
  • ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის
    სერვისის კონტროლი - კლიენტი და ბორუსან კატის სერვისის ზარი
    პარამეტრების გასწორება

ცისფერი კვამლი (ზეთის მოხმარება)

  • გაცვეთილი ტურბოს ლუქები
    გაცვეთილი რგოლები / ლაინერები
    გაცვეთილი სარქველის მიმმართველები
    ძრავის საათი
  • SOS ზეთის ანალიზი
    კომპონენტის შემოწმება / შეკეთება
    რევიზიის ნიშანი- დაუკავშირდით ბორუსან კატის სერვისს

თეთრი კვამლი

(ორთქლი; წვის კამერაში წყალი)

  • დაბზარული ცილინდრის თავი / ან ლაინერები
    გაჟონვა ხუფის შუასადებში
  • დაუკავშირდით ბორუსან კატის სერვისს
    ტექნიკური ანალიზი /კონტროლი

თეთრი კვამლი

(დაუწვავი საწვავი დაქოქვის დროს)

  • ხარვეზები დაქოქვის პროცესში
    საწვავის ჩასხმის რეჟიმის დარღვევა დაზიანებული ინჟექტორი
  • დაუკავშირდით ბორუსან კატის სერვისს
    პარამეტრების გასწორება

ზეთის მოხმარების გაზრდა (ჭარბი დაბერვა)s

  • გაცვეთილი ან გაბზარული დგუშის რგოლები / ლაინერები
    ტურბოს დამმუხტავის სარქველის ცვეთა
    სარქველის გაცვეთილი მიმმართველები
    ძრავის საათი
  • SOS ზეთის ანალიზი
    კომპონენტის შემოწმება / შეკეთება
    შეკეთების გეგმის განხილვა
    რევიზიის ნიშანი - საჭიროა ბორუსან კატის სერვისთან კონსულტაცია

უჩვეულო ხმები

  • საწვავის დაზიანებული ინჟექტორები / ბუნიკები
    დგუშის მილისის გაცვეთილი ნემსი
    გაცვეთილი არხი / მთავარი საკისრები
    სარქველის ზედმეტი მოძრაობა
  • ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის სერვისის კონტროლი
    ბორუსან კატის
    სერვისის გასაუბრება კლიენტთან
    კომპონენტის შემოწმება / შეკეთება
    დაუკავშირდით ბორუსან კატის სერვისს
    პარამეტრების გასწორება

სიმძლავრის ნაკლებობა

  • რეგულატორის კავშირის არასწორად რეგულირება
    დეფექტური საწვავის ინჟექტორი / საქშენები
    ბინძური საწვავის ფილტრი
    ბინძური ჰაერის ფილტრი
    დაბალი ხარისხის საწვავი
  • ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის სერვისის კონტროლი
    ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის სერვისის კონტროლი
    პარამეტრების გასწორება

ზედმეტი სიცხე

  • გაუმართავი თერმოსტატი
    არასწორად რეგულირება ან გაცვეთილი ღვედები / ბალიშები
    ტექნიკის არასწორი გამოყენება
    რადიატორის ამოვსებული ღრმულები
    გამაგრილებელი წყლის არასაკმარისი რაოდენობა
    ბინძური ჰაერის ფილტრი
  • ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის სერვისის კონტროლი
    ბორუსან კატის სერვისის კონტაქტი კლიენტთან
    კლეინტის / ბორუსან კატის გასაუბრება
    გაგრილების სისტემის შეკეთება
    პარამეტრების გასწორება

დარტყმა დაქოქვის ეტაპზე

  • დაზიანებული საწვავის ინჟექტორი /საქშენები
    პირველი ოპერაციის არასწორად განხორციელება
    გაცვეთილი საწვავის ინჟექტორი
    მგრეხი ძალის გარდაქმნელის არარსებობა
    ბერკეტის ტრიალის დაბალი სიჩქარე
    დაბალი ხარისხის საწვავი (ცეტანის დაბალი წილი ან წყალი საწვავში)
  • ტექნიკური ანალიზი - ბორუსან კატის სერვისის კონტროლი
    პარამეტრების გასწორება

ზეთის დონის აღმნიშვნელი სრული ხაზის ზემოთ

  • გამაგრილებლის/ საწვავის გაჟონვა
    ზეთის არასწორად შევსება
  • SOS ზეთის ანალიზი
    ბორუსან კატის სერვისის კონტაქტი კლიენტთან

ლითონის ნატეხები ზეთის ფილტრში

  • ბერკეტის გარსის გამაგრილებლის / საწვავის გაჟონვა
    ზეთის შეცვლის გახანგრძლივებული პერიოდი
    დაზიანებული საკისრები
    არასათანადო ზეთის მოხმარება
    შემყვან არხებში ჭუჭყის არსებობა
  • SOS ზეთის ანალიზი
    ბორუსან კატის სერვისის კონტაქტი კლიენტთან