კატის სავალი ნაწილები წარმოადგენს მძლავრ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მანქანის გადაადგილებას ყველა სახის რელიეფზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატერპილარის სავალი ნაწილის გუნდმა იცის, როგორ გაგიწიონ დახმარება, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ თქვენი ინვესტიციიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მუხლუხოიანი მანქანის შენახვისა და გამოყენების ხარჯების 50% სავალ მექანიზმზე მოდის, აშკარაა, რომ ინვესტირებას ისეთ სისტემაში ჩადებთ, რომელიც თქვენი მეურნეობისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება.

ამასთან, ,,სავალი ნაწილის შემოწმების პროგრამა“(CTS) წარმოადგენს ბორუსან კატის მიერ შემოთავაზებულ მართვის პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად ისარგებლონ საკუთარი სავალი მექანიზმით და ამავე დროს, ეხმარება მათ დროის და თანხის დაზოგვაში. ,,სავალი ნაწილის შემოწმების პროგრამა“(CTS) არ არის მხოლოდ პროგრამა, რომელიც კლიენტს სავალი ნაწილის შემოწმებაში და სავალი ნაწილის მართვაში ეხმარება, იგი ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან პირისპირ კონტაქტს კლიენტთან და მანქანის საერთო კონტროლის ფონზე განაპირობებს ფასდაკლებებს სხვა სათადარიგო ნაწილებზე.

,,სავალი ნაწილის შემოწმების პროგრამა“ შექმნილია იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს კლიენტებს სავალი ნაწილის სისტემების მართვასა და ხარჯების შემცირებაში, რადგან იგი:

  • აუმჯობესებს კატის შასის ნაწილების თავდაპირველ მახასიათებლებს
  • ამცირებს სვლის კონტროლის დროს
  • უზრუნველყოფს სავალი ნაწილის ცვეთის ინფორმაციის სწრაფ და ზუსტ ანალიზს
  • საშუალებას იძლევა, მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მოვლის შესახებ

ღერძის კარგი შენარჩუნება (PPR)

ღერძის კარგი შენარჩუნების საბჯენს გააჩნია სპეციალურად შემუშავებული მაკავშირებლები და ღერძები, რაც ლითონის დამჭერი რგოლის გამოყენების საშუალებას იძლევა. აღნიშნული რგოლი მჭიდროდ არის მოთავსებული ღარში ღერძსა და მაკავშირებლებს შორის და ახდენს შეერთების ადგილის ბლოკირებას ქარხნულად წინასწარ განსაზღვრული სიჩქარით.

  • არ ტოვებს ცარიელ ადგილებს (კავშირს ღერძის გარეშე )
  • მილისი უზრუნველყოფს ლუქის კონტაქტს დსა ზეთის დაცვას იზოლირებულ და დაზეთილ საბჯენზე.

კატერპილარის® სპეციალური დიზაინი რეკომენდებულია მაღალი დატვირთვის და ზემოქმედების სამუშაოების დროს გამოსაყენებლად, როგორიცაა სამთო-მომპოვებელი სამუშაოები, მძიმე სამშენებლო სამუშაოები, დემონტაჟი, ნარჩენების თხრა, საბჯენის ჯაჭვის მოღუნვა და ღიობების შექმნა. მანქანებს გააჩნია გაცილებით ფართო მუხლუხო, ხოლო ექსტრემალური დანიშნულების მუხლუხო ან ზე-ექსტრემალური დანიშნულების მუხლუხო ასევე ითვალისწინებს ღერძის დამჭერ საბჯენს.

 

მძიმე დატვირთვის საბჯენი (HD)

მძიმე დატვირთვის საბჯენი შექმნილია იმ მუშაკების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. მძიმე დატვირთვის საბჯენს გააჩნია გაცილებით ძლიერი სამაგრები, ლილვები და მილისები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ძლიერ დატვირთვას და გრუნტის პირობებით გამოწვეულ სირთულეებს. მძიმე დატვირთვის საბჯენი გვთავაზობს უაღრესად დიდ უპირატესობას მძიმე დატვირთვის პირობებში და დაახლოებით 20 პროცენტით ზრდის წარმადობას:

  • ხის ჭრის / ხელახალი გატყიანებისას
  • ფერდობის დაქანების სამუშაოების შესრულებისას
  • კლდოვან ქანებზე მუშაობისას
  • ნებისმიერი სახის უსწორმასწორო რელიეფზე მუშაობისას ფართო მუხლუხოებით (განსაკუთრებით ,,გრუნტის დაბალი წნევის“ (LGP) მანქანები)

 

კბილანები

შექმნილია ხანგრძლივი ექსპლუატაციის და დაბალი ხარჯებისთვის. ,,კატის“ კბილანები ხასიათდება ცვეთის ხანგრძლივი პერიოდით, შეუდარებელი სტრუქტურული თვისებებით და დეფორმაციის მიმართ მედეგობით. ,,კატის“ ლუქები ახანგრძლივებს კოჭა ბორბალის ექსპლუატაციის ვადას, უზრუნველყოფს მუდმივ შეპოხვას, მილყელის რეგენერაციას და ამცირებს სარემონტო ხარჯებს.

 

გამწევი სეგმენტები

უაღრესად მტკიცე ცვეთის მიმართ მაღალი მედეგობისთვის. ზედაპირის მაღალი სიმტკიცე, სიმტკიცის გამორჩეული სიღრმე და სიძლიერე უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს და ხანგრძლივ ექსპლუატაციას, დრეკადობის და მსხვრევის მიმართ მედეგობას. ხრახნიანი დიზაინი მინიმუმამდე ამცირებს მოხსნა-მონტაჟის დროს.

 

საბჯენები და მილისები

შექმნილია მაკავშირებელი ნაწილებისთვის და უზრუნველყოფს გამძლეობას და ბრწყინვალე დალუქვას. კატის საბჯენები და მილისები იწარმოება შეერთების ადგილების ერთიანობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურაში, რომელიც სრულად შეესაბამება კორპუსის ზომებს. აღნიშნული დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ დალუქვას. გამძლეობა და ცვეთის მიმართ მედეგობა უზრუნველყოფილია ზედაპირის და გულარის სიმტკიცის წყალობით.

 

ლუქები

შექმნილია ხანგრძლივი ექსპლუატაციის და დაბალი ხარჯების უზრუნველსაყოფად. კატერპილარის მჭიდრო ლუქის დიზაინი იცავს გარე ზედაპირს ცვეთისგან და ზეთს შიგნიდან, განაპირობებს ცვეთის მიმართ მედეგობას და გამძლეობას დატვირთვის დროს. ყველა ეს მახასიათებელი ახანგრძლივებს მილისის ექსპლუატაციის ვადას, ამცირებს ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებს.

 

მიმართულების ბორბლები

შექმნილია ისეთი სტრუქტურით, რომელიც განაპირობებს ცვეთის მიმართ მედეგობას და შეკეთების მცირე დროს, კატის თითოეული მიმართულების ბორბალი, რომლებიც ერთნაწილიანი ჩამოსხმული დეტალის სახით, ან რამენიმე ნაწილიანი დეტალის სახით გვხვდება, უზრუნველყოფს ბრწყინვალე სტრუქტურულ სიმტკიცეს და მათი განახლება ხდება იმ მანქანის მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლისთვისაც გამოიყენება. სპეციალური ცხელი დამუშავება განაპირობებს სათანადო სიმტკიცეს და ცვეთის მიმართ მედეგობას. კატის ლუქი უზრუნველყოფს მუდმივ შეპოხვას, ამცირებს მიმართულების შეკეთებას და სარემონტო ხარჯებს.

 

System One

შექმნის დღიდან კატის SystemOne ™ სავალი ნაწილის კომპლექტის ტესტირება ჩატარდა უკიდურესად მძიმე პირობებში და გარემოში. SystemOne ™ წარმოადგენს სავალი ნაწილის კომპლექტს, რომელიც გვთავაზობს რემონტის შემცირებულ ხარჯებს და გაზრდილ ექსპლუატაციის პერიოდს. მისი დაპატენტებული დიზაინი ამცირებს მილყელის და შეერთების ადგილის ტრიალს. დაბოლოების შედუღებული ღერძები ხელს უშლის საბჯენის შეერთების ადგილის მოშვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეერთების ადგილების სიმშრალე და სწრაფი ცვეთა. მაერთებელი ქუროს დამჭერი სისტემა გვთავაზობს 50%-ით უფრო ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას, ჩვეულებრივთან შედარებით. მრავალჯერადი მოხმარების გამწევი მექანიზმები და ცენტრალური სარეზერვო მექანიზმი უძლებს მაქსიმუმ 2 სავალი ნაწილის ექსპლუატაციის ვადას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რემონტის დროს და შეცვლის ხარჯებს.

SystemOne ™ დიზაინის შეცვლით შევძელით ისეთი სავალი ნაწილის შექმნა, რომელიც მუშაობს სისტემის სახით, მინიმუმამდე ამცირებს სარემონტო სამუშაოების და მუხლუხოიანი სატვირთო მანქანების ინსტრუმენტების შეცვლის სიხშირეს, ამავე დროს ხრდის პროდუქტიულობას და ამცირებს შენახვისა და ოპერაციულ ხარჯებს.