მიუხედავად იმისა, როდის და სად არის შეძენილი კატის ფილტრები, ისინი ერთნაირად მაღალი ხარისხისაა. იმის გამო, რომ კატისის ფილტრები უკეთესად არის წარმოებული, ისინი მუდმივ მუშაობას გთავაზობენ თქვენი ძრავის, სავალი ნაწილისა და ჰიდრავლიკური სისტემების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბრენდებიც შეიძლება იყოს შესაბამისი ხარისხის, კატის ფილტრები გთავაზობთ საუკეთესო ხარისხს და დაცვას, რაც გჭირდებათ თქვენი ძრავისა და სხვა კომპონენტის სისტემის ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდისთვის.

 

ყველა ფილტრი ერთნაირი არ არის, კატის ფილტრებს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:

  • აკრილის გრანულები ხელს უშლის ფილტრის ქაღალდის ფენების ერთმანეთზე დაკრობას
  • სპირალური ფილტრი ქაღალდის ფენებს უფრო სტაბილურს ხდის
  • ნეილონის მილი ცენტრში უზრუნველყოფს ლითონის დაბინძურების თავიდან აცილებას
  • დაბოლოებების ჩამოსხმული დეტალები ხელს უშლის გაჟონვას

ჰაერის ფილტრები

ძრავის ჰაერის ფილტრები ( დააჭირეთ აქ forბროშურის სანახავად)

  • ,,კატის”® ძრავის ჰაერის ფილტრები შექმნილია მაქსიმალური დაცვისა და ოპტიმალური მუშაობისთვის.
  • სტანდარტული შედეგის ელემენტები - გამძლე კონსტრუქცია მკაცრი სამუშაო პირობების დასაძლევად, საუკეთესო სიმძლავრის მთელს ინდუსტრიაში.
  • ულტრა მაღალი გამტარუნარიანობის ელემენტები - საათის საუკეთესო ეფექტურობა და ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა თქვენი ,,კატის” აღჭურვილობისთვის.

 

ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ჰაერის ფილტრები

  • ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ჰაერის ფილტრები გაცილებით უფრო სუფთა, კომფორტულ გარემოს ქმნის ავტომანქანებში.
  • შემოთავაზებულია უფრო მაღალეფექტური ვარიანტები მტვრისა და ნაწილაკების შემცირებისთვის.
  • ხელმისაწვდომია სუნის გაუმჯობესების ვარიანტები.
  • ხანგრძლივი ექსპლუატაცია და ავტომობილის გარემოს ოპტიმალური დაცვა.


ძრავის ზეთის ფილტრები (დააჭირეთ აქ ბროშურის სანახავად)

  • ,,კატის”erpillar გთავაზობთ თქვენი ,,კატის” ძრავის გაფილტვრის სრულ ვარიანტებს, რაც მაქსიმალურად ზრდის ძრავის ზეთის სისუფთავეს, შეესაბამება ზეთის შეცვლის ინტერვალს და უზრუნველყოფს მანქანის ოპტიმალურ მუშაობას და დეტალების დაცვას.
  • სტანდარტული ეფექტურობა - შესანიშნავი დაცვა და მუშაობა თქვენი ძველი ,,კატის” ძრავებისთვის.
  • გაუმჯობესებული ეფექტურობა - დაბინძურების და მტვრის მაღალი შემცველობის გაზრდილი კონტროლი
  • ულტრა მაღალი ეფექტურობა - უზრუნველყოფს დაბინძურების ოპტიმალურ კონტროლს ყველა სახის გამოყენებისას. სასურველია გამოიყენოთ საწმენდი ფილტრი ნებისმიერი სამუშაოების შესრულების შემდეგ.

საწვავის ფილტრები


საწვავის ძირითადი ფილტრები / საწვავის და წყლის გამყოფები (დააჭირეთ აქ ბროშურის სანახავად)

  • ,,კატის” საწვავის და წყლის გამყოფი უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას საწვავის სისტემის ძირითადი კომპონენტებისათვის.
  • ასუფთავებს თავისუფალ წყალს და საწვავში გახსნილი წყლის დიდ ნაწილს.
  • ასუფთავებს 10 მიკრონის ზომის (და უფრო დიდი ზომის) ნაწილაკებისგან და ახანგრძლივებს მეორადი ელემენტების ექსპლუატაციის ვადას.

 

მეორადი საწვავის ფილტრები (დააჭირეთ აქ ბროშურის სანახავად)

  • ეს ფილტრები აკავებს პატარა ნაწილაკებს, რომლებიც ყველაზე მეტ ზიანს აყენებენ საწვავის ინჟექტორებს და საწვავის სისტემის სხვა კომპონენტებს.
  • საუკეთესო დაცვა ინდუსტრიაში უაღრესად მრავალფეროვანი დიზაინით.
  • აკავებს ნაწილაკებს.
  • უზრუნველყოფს ძრავების მუშაობის მოლოდინთან შესაბამისობას და შეესაბამება გამონაბოლქვის საჭირო მაჩვენებლებს

ჰიდრავლიკური და სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის ფილტრები


ჰიდრავლიკური ფილტრები (დააჭირეთ აქ ბროშურის სანახავად)

  • ,, კატის ”ფილტრების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ჰიდრავლიკური სისტემის დაბინძურების შესამცირებლად და თქვენი ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდისთვის.
  • გაუმჯობესებული ეფექტურობა - უზრუნველყოფს სისტემის გაუმჯობესებულ წმენდას მძიმე პირობებში მუშაობისას.
  • ულტრა მაღალი ეფექტურობა - უზრუნველყოფს დაბინძურების ოპტიმალურ კონტროლს ნებისმიერ პირობებში გამოყენებისას. სასურველია გამოიყენოთ საწმენდი ფილტრი ნებისმიერი სამუშაოების შესრულების შემდეგ.

 

სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის ფილტრები (დააჭირეთ აქ ბროშურის სანახავად)

  • დღევანდელი გადაცემათა კოლოფები საჭიროებს უნიკალურ ფილტრაციის პროდუქტებს სისტემის ელემენტების დასაცავად და ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გასაზრდელად
  • მტვრის უფრო დიდი რაოდენობის შეკავების უნარი
  • ცივ ჰაერზე უკეთესად მუშაობის უნარი, ფილტრის გადავსების შემთხვევების შემცირება.
  • ოპტიმალური ეფექტურობა და დაცვა მუშაობის პირობებში.