მომხმარებლის დღე 2019, ბათუმი

კატერპილარის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - კომპანია ბორუსან კატმა მასშტაბური ღონისძიება გამართა თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართა 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა.

მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკული ბრენდის კატის ექსკავატორები, ბულდოზერები, ექსკავატორ-დამტვირთველები და მინი სატვირთველი.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კატერპილარის შვილობილი კომპანიის SEM-ის გრეიდერები და ფრონტალური დამტვირთველები. SEM-ის ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ სეგმენტისთვის, ვინც ეძებს ოპტიმალურ თანაფარდობას ფასსა და ხარისხს შორის. კატერპილარის მრავალწლიანი გამოცდილება მისი შვილობილი ბრენდების მაღალი ხარისხის გარანტია.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ კატერპილარის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. ასევე კომპანია ბორუსან კატმა უმასპინძლა თავის პარტნიორ კომპანიებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.