მომხმარებლის დღე 2018, თბილისი

Caterpillar®-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში - კომპანია ბორუსან კატმა ქართველ მომხმარებელს ახალი თაობის ექსკავატორები წარუდგინა. დახურული ღონისძიება გაიმართა კომპანიის სათაო ოფისში მისამართზე თბილისი, კახეთის გზატკეცილი N118.

ღონისძიებამ, რომელიც გაიმართა 27 ოქტომბერს, მომხმარებლებს საშუალება მისცა მიეღოთ თეორიული ცოდნა ახალი ტექნიკის შესახებ და დემო პრეზენტაციის ფარგლებში გაეცნოთ ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობები.

Caterpillar-ის პრიორიტეტი მუდამ ერთია - ხარისხი და საიმედოობა. ახალი მოდელების შექმნის დროს კომპანია ორიენტირებულია ოპერატორის უსაფრთხოებასა და კომფორტზე. სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შეიქმნა კატის ახალი თაობის ექსკავატორები 320 GC, 320 და 323.

კომპანია ბორუსან კატი მომხმარებელს სთავაზობს კატის საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, დიზელისა და გაზის გენერატორებს, ავტორიზებულ სერვისს და სათადარიგო ნაწილებს.

2013 წელს კომპანიამ განახორციელა ხუთი მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და ააშენა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი N118. იგი განთავსებულია 5000 კვ.მ. ფართობზე, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, საწყობის ფართს და სერვის ცენტრს.