ბორუსან კატი თავის ყველაზე ძვირფას კაპიტალად მიიჩნევს ადამიანურ რესურსებს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს კომპანიის განვითარებას ღირებულებებზე დაფუძნებით და მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების წარმატებას უმაღლეს დონეზე.

ბორუსან კატის ამჟამინდელი და მომავალი წევრების ძირითადი ღირებულებები:

ილტვის უკეთესობისკენ: გააჩნია ადამიანური რესურსი და ტექნიკური ცოდნა, რომელიც მისცემს საშუალებას შეასრულოს სამუშაო საუკეთესოდ.
მიზნად ისახავს და აღწევს წარმატებას: არის შედეგებზე ორიენტირებული, გააჩნია დიდი მიზნები და მუშაობის დროს არ ივიწყებს საბოლოო მიზანს.
ინოვაციური და შემოქმედებითია: ინტერესიანია, უყვარს ჩართულობა და ინფორმაციის გაზიარება. მხარს უჭერს ახალ იდეებსა და ინიციატივებს.
მხარს უჭერს უწყვეტ განვითარებას: გააჩნია სწავლისა და განვითარების ბიზნეს კულტურა.
არის მომხმარებელზე ორიენტირებული: მისთვის მომხმარებელი არის მთავარი ფოკუსირების არეალი.მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქტსა და სერვისს.
უსმენს მომხმარებლის ხმას: თვალს ადევნებს მომხმარებელთა ცვალდებად მოთხოვნებს და პროაქტიული მიდგომით მყისიერად ცდილობს შესთავაზოს საუკეთესო გადაწყვეტილება.
ინიციატორია და გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: იღებს კარგად გააზრებულ სარისკო გადაწყვეტილებებს.
სანდოა: ამყარებს გამჭვირვალე ურთიერთობას თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან.
სამართლიანად კონკურირებს: მოქმედებს ბიზნეს ეთიკის ფარგლებში.